მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია (ჩარიცხვის კანდიდატთა დოკუმენტების მიღება) შესაძლებელი იქნება Online - ელექტრონული წესით uni-can.tsu.ge პორტალზე.
uni-can.tsu.ge ელექტრონული პორტალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება:
- საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება;
 - ანკეტური მონაცემების შევსება;
 - პროგრამით მოთხოვნილი დოკუმენტების ატვირთვა;
 - გამოცდების განრიგის და შედეგების ნახვა;
 - საბოლოო შედეგების გაცნობა.
 
uni-can.tsu.ge ელექტრონული პორტალის მეშვეობით მიიღებთ აგრეთვე ინფორმაციას მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების და უკვე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის შესახებ.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ი.ჭავჭავაძის გამზ.11, თსუ III კორპუსი, ოთახი 205, Tel: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - მაგისტრატურა 3224; დოქტორანტურა 3225))
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: